fbpx

მომხმარებლის თვალით დანახული შენი ბრენდი

არ გაინტერესებს, არსებობს თუ არა, ისეთი რამ, რაც ზუსტად გეტყვის, როგორ აღიქვამს შენს ბრენდს ან პროდუქტს მომხმარებელი? როგორ მუშაობს შენი ბრენდის მესიჯი და რა უკურეაქცია აქვს შენს სამიზნე აუდიტორიას?

როდესაც პროდუქტს ქმნი, ბრენდს აშენებ, დამოკიდებული ხარ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს შენს ბრენდს მომხმარებელი.

ყველა კამპანია, რეკლამა, გარკვეულწილად შენი ბრენდის იდენტობის შექმნას ემსახურება.

ამიტომაც, კარგმა მარკეტერებმა იციან, როგორ უნდა განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია, მაგრამ  რაც არ უნდა კარგი იყოს კამპანია, როგორი შედეგი ექნება, დასრულებამდე ვერ განსაზღვრავ.

თუმცა გამოსავალი არსებობს და  ეს ბრენდ ლიფტია!

 

რა არის ბრენდ ლიფტი?

ბრენდ ლიფტის კვლევა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, როგორ ცვლის შენი მარკეტინგული კამპანია ან რეკლამა მომხმარებლის დამოკიდებულებას, ქცევას და ბრენდის აღქმას.

 ბრენდ ლიფტის მეშვეობით მარკეტერები მარტივად ადგენენ, რა გავლენას ახდენს კონკრეტული აქტივობები ბრენდისადმი მომხმარებლის დამოკიდებულებაზე, რადგან ბრენდ ლიფტის კვლევა ტრადიციულ “clicks and impressions” -ს სცდება და უფრო დეტალურ და ზუსტ სურათს იძლევა.

რა შეგვიძლია განვსაზღვროთ ბრენდ ლიფტის საშუალებით?

        ბრენდ ლიფტი გვეხმარება გავიგოთ ახსოვს თუ არა მომხმარებელს ჩვენი რეკლამა;

        დააფიქრა თუ არა რეკლამამ მომხმარებელი ბრენდზე ან პროდუქტზე;

        იცნობს თუ არა ჩვენი სამიზნე აუდიტორია ჩვენს ბრენდს;

       რა დამოკიდებულება გაუჩნდა მომხმარებელს ბრენდის/ ბრენდის მესიჯის მიმართ;

აპირებს თუ არა პროდუქტის ყიდვას.

 

Ბრენდ ლიფტი მარტივად მუშაობს: ციფრულ პლატფორმაზე გაშვებული ვიდეოს ან რეკლამის ნახვის შემდეგ, მომხმარებელი მოკლე კითხვარს იღებს, რომელსაც უნდა უპასუხოს.

ბრენდ ლიფტის უპირატესობა

ბრენდ ლიფტის გამოყენება უფრო ფართო და საინტერესო ასპექტით გვანახებს კამპანიის შედეგებს, გარდა ამისა, ბრენდ ლიფტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლია შედეგებს თვალი ადევნო და კამპანიის მიმდინარეობის პროცესშივე, სულ რამდენიმე დღეში შეცვალო კამპანიის ეფექტურობა

 

ბრენდ ლიფტით ჩატარებული კამპანიები:

2019 წელს, ბრენდ ლიფტის კვლევას ნორვეგიულმა დომინომაც მიმართა და

დომინომ Snapchat-ზე ბრენდ ლიფტის კვლევა ჩაატარა. შედეგებმა აჩვენა რომ ბრენდის ცნობადობა 11%-ით გაიზარდა, ხოლო რეკლამაზე რეაგირება 135%-ით გაიზარდა.

Course Hero, ონლაინ სასწავლო პლატფორმაა და მათ ბრენდ ლიფტის კვლევა Spotify-ზე  ჩაატარეს. ბრენდ ლიფტის  შედეგების მიხედვით, მათი სამიზნე აუდიტორია, სტუდენტები, 50% გაიზარდა, ბრენდის ცნობადობა კი 36%-ით, ხოლო  Course Hero-ს რეკლამა 40%-ს ახსენდებოდა.

STV Digital  -თან თამშრომლობისას, ბრენდ ლიფტის კველავს მობილურ აპლიკაციაში რეკლამის ნახვის დროს ჩავატარებთ.

Გახდი ჩვენი პარტნიორი, ერთად ავაშენოთ შენი ბრენდის წარმატება.

 

უფასო კონსულტაცია