fbpx

აუთსორსინგი, როგორც ყველაზე მომგებიანი პრაქტიკა ციფრულ მარკეტინში

აუთსორსინგი, როგორც ყველაზე მომგებიანი პრაქტიკა ციფრულ მარკეტინში

რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული მარკეტინგი?

 

ამ კითხვაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ნებისმიერი მცირე, თუ დიდი ბიზნესის განვითარებისა და წარმატებისთვის ციფრული მარკეტინგი აუცილებელი ვიტამინია.

ციფრული ინდუსტრიის დიდ ოკეანეში კი პატარა თევზად დარჩენა არავის გვსურს და გასაკვირი არცაა რამდენი ენერგიისა და დროის ჩადება გვიწევს კონკურენციის დიდ ტალღებში თამამად რომ ვიცუროთ.

მიმზიდველი კონტენტის შექმნა და მიწოდება, მომხმარებელთა კომუნიკაციის შენარჩუნება, სოციალურ მედიაში ფეხის მყარად დადგმა, მონაცემების საფუძველზე ანალიტიკის განხილვა და სარეკლამო ინიციატივების შექმნა მნიშვნელოვანი და საკმაოდ შრომატევადი ნაბიჯია ნებისმიერი სტრატეგიული მარკეტინგის გეგმისთვის.

მცირე ბიზნესის მფლობელების უმეტესობას უბრალოდ არ აქვს დრო, რომ მარკეტინგს დაუთმონ.

 

ბიზნესის წარმოებასთან ერთად აუცილებელია გვყავდეს გუნდი, რომელიც ციფრული სერვისების გურუებით იქნება დაკომპლექტებული.

კარგი გუნდის შექმნა კი რთული ფაზლის აწყობას გავს,თუ კი რომელიმე ნაწილი გვაკლია მთელი შრომა წყალში გვეყრება და სრულყოფილ შედეგსაც ვდებთ.

 

ციფრული მარკეტინგი მუდმივად ვითარდება, არამარკეტოლოგებისთვის კი შეიძლება რთული იყოს უახლესი მოვლენების თვალყურის დევნება.

 

 

Მცირედით აუთსორისნგზე

 

აუთსორსინგი ბიზნეს პრაქტიკაა, რომლის დროსაც კომპანია ქირაობს მესამე მხარეს სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად, ოპერაციების განსახორციელებლად ან კომპანიისთვის მომსახურების გასაწევად.

ასე მაგალითად, თუ მე მაქვს კომპანია და მისი განვითარება-პოპულარიზაციისთვის მჭირდება დიზაინერი, აუთსორსინგის საშუალებით შემიძლია მარტივად, ბევრი დროის ხარჯვის გარეშე ვიპოვო პროფესიონალი დიზაინერებით სავსე კომპანია და მშვიდად ჩავაბარო პროექტი

 

 

ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგის მრავალი უპირატესობა აქვს.

 

შეიძლება ითქვას, რომ ციფრულ მარკეტინგში აუთსორსინგი ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ბიზნესს შეუძლია აირჩიოს კონკრეტული დავალების, სამუშაოს ან პროცესის აუთსორსინგი. მაგალითად, ის, რომ უმჯობესდება ფოკუსირება ძირითად საქმიანობაზე. კომპანიის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ უკეთ კონცენტრირდნენ თავიანთ მთავარ ამოცანებსა და სტრატეგიებზე.

 

აკეთე ის, რასაც აკეთებ საუკეთესოდ. 

თუ კი ჯერ კიდევ უთმობ დროს ისეთ საქმეებს, რომელშიც ცოტას მოიკოჭლებ, ან არ მოგწონს, ან უბრალოდ დრო არ გყოფნის მის შესასრულებლად ეს პროდუქტის ხარისხსაც აუცილებლად დაეტყობა. გახსოვდეს რომ არსებობენ კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც მუდამ მზად არიან დაგეხმარონ და ხარისხიც გააუმჯობესონ.

 

 

აუთსორსინგი ზოგავს ხარჯებს და მუდმივად ხელმისაწვდომია

 

აუთსორსინგის მეშვეობით ეფექტური ციფრული მარკეტინგის სტრატეგია შეიძლება შეიქმნას და განხორციელდეს ისე, რომ თითქმის ნებისმიერი მცირე ბიზნესის მარკეტინგულ ბიუჯეტს მოერგოს. რაც შეეხება ხარჯების დაზოგვას, სრულ განაკვეთზე თანამშრომლის აყვანის ნაცვლად (მაგალითად ციფრული მედია მენეჯერის), სააგენტოსთვის მარკეტინგული აუთსორსინგი უკეთესი ინვესტიცია იქნება. შესაბამისად დანაზოგი შეგვიძლია კომპანიის განვითარებას, თანამშრომლების ბონუსით წახალისებას ან ახალი პროდუქტის წარმოებას მოვახმაროთ.

 

ექსპერტთა გუნდი შენს სამსახურში

 

ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგით, ნიჭიერი ადამიანების ფართო სპექტრს ვწვდებით, ხელმისაწვდომ ფასად.

ექსპერტთა ციფრულ გუნდს შეუძლია შექმნას შენზე მორგებული მარკეტინგული კამპანიები. მარკეტინგის ექსპერტებმა იციან როგორ ჩართონ მომხმარებლები და შექმნან კომუნიკაციები, რომლებიც ხაზს უსვამენ თქვენი ბიზნესის უნიკალურობას. თანაც ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ შეუძლიათ ეს ყველაფერი ისე განახორციელონ, რომ კონკურენტებისგანაც გამოირჩეოდე.

 

აუთსორსინგი ზრდა-განვითარებისთვის

 

ციფრული სააგენტოს მისია დროული და მიმზიდველი კამპანიების მიწოდებაა, რაც ხელს უწყობს მომხმარებელთა ბაზისა და შესაბამისად მოგების ზრდას. მარკეტინგის გუნდმა მეტი გამოცდილების შესაბამისად უკეთ იცის რა სჭირდება შენს კომპანიას განვითარებისთვის.

 

სანდო სერვისი

 

თუ კი ციფრული მარკეტინგის გუნდს საქმეს ჩააბარებ, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ სამუშაო დათქმულ დრომდე აუცილებლად შესრულდება. და თუ გუნდის რომელიმე წევრი რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს მუშაობას, სააგენტოს ყოველთვის ჰყავს მეორე ადამიანი, რომელსაც შეუძლია ანდოს სამუშაო.

 

აუცილებელია ნაბიჯი აუწყო ციფრულ მოვლენებს

 

მრავალი წლის წინ, თანამშრომლიებისთვის შესაძლებელი იყო, სხვა პასუხისმგებლობებთან ერთად, მარკეტინგიც დაეკისრა. თუმცა, ციფრული მარკეტინგი მუდმივად განვითარებად პროცესია, შესაბამისად საკმაოდ რთულიც.

სწორედ ამიტომ დღეს თითოეული ასპექტი სხვადასხვა სპეციალისტს მოითხოვს.

 

Სპეციალისტებს მსუყე პორტფოლიოთი კი STV Digital-ზე, ჩვენს კრეატიულ და ენთუზიასტებით სავსე გუნდში იპოვი.

უფასო კონსულტაცია