fbpx

მარტივი ციფრული კამპანიები წარმატებისთვის

მარტივი ციფრული კამპანიები წარმატებისთვის

მარტივად მიღწეული წარმატებები ციფრულ მარკეტინგში

ლაო ძის თუ დავუჯერებთ, (და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა დავუჯეროთ) დიდი ხნის წინ უთქვამს რომ სიმარტივე, მოთმინება და თანაგრძნობა ჩვენი ყველაზე დიდი საგანძურია.

ბიზნესისთვისაც ზუსტად ასეა, ბრენდები, რომლებიც მარტივ ციფრულ კამპანიებს აწარმოებენ, მომხმარებელთან მუდმივ უშუალო კავშირში არიან და საზოგადოების ერთგულების მოპოვებაც არ უჭირთ.

მათ არც ჩვენი ემოციების გათვალისწინება ავიწყდებათ და ხშირად საქმესაც გვიადვილებენ, რითიც უფრო სწრაფად აღწევენ დასახულ მიზანს.

ციფრული კამპანიების აუცილებლობაზე აქ არ ვისაუბრებთ, თუმცა ორი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს საკმაოდ მარტივი და მომგებიანი ტაქტიკაა ბიზნესის ზრდა-განვითარებისთვის.
ის მიზნობრივ აუდიტორიაზე გასვლაში გვეხმარება და ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით, მცირე ინვესტიციითაც მაღალი შემოსავალი მოაქვს.

დღეს არ არსებობს წარმატებული ბიზნესი, რომელიც ციფრულ მარკეტინგს არ მიმართავს.

 

TOP 5 ყოვლის ონლაინმპყრობელ კომპანის გადავხედოთ, როგორ ახერხებენ იყვნენ ასეთი გამორჩეულები?

სიის სათავეში, სრულიად დამსახურებულად, Tesla-ს მოვაქცევ და მათ ციფრულ კამპანიებზე მოგიყვები.

Tesla მაგალითია იმის, რომ სულაც არაა აუცილებელი ბაზარზე წლობით მოღვაწეობდე, იმისთვის რომ კონკურენტებში მოწინავე ადგილი გეჭიროს. მისი ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ სოციალური მედიაა. ბრენდს Twitter-ზე 16 მილიონზე მეტი გამომწერი ყავს და მუდმივად გვიზიარებს ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას.

უმთავრესი კი რაც შეგვიძლია Tesla-სგან ვისწავლოთ ბრენდის „პიროვნებად“ ქცევაა.

ბრენდის პოპულარობა პირველ რიგში მისი CEO-ს, ილონ მასკის Twtter-ზე აქტიურობამ განაპირობა. იმისათვის რომ უფრო Tesla ადამიანური და გამჭვირვალე გახდეს ხალხის თვალში, ილონ მასკი მისი სახით პიროვნებას აყალიბებს და არ ტვირთავს პოსტებს მხოლოდ პროდუქტის გაყიდვის მიზნით.

მსგავსად ილონ მასკისა, Tesla-ს TOV-ც საკმაოდ უშუალო და მეგობრულია. ის მარტივად გვესაუბრება და მის გარშემო მიმდინარე პროცესებში ჩვენს ჩართვასაც ცდილობს.

 

აბა Slack-ზეც ხომ გსმენია?

სლექი თანამშრომლობის გასაადვილებლად შეიქმნა და გუნდებს უფრო ეფექტური კომუნიკაციისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაილის გაზიარების საშუალებას აძლევს.

მისი ზრდა საკმაოდ სწრაფად და შთამბეჭდავად მოხდა, 2022 წლის მონაცემებით უკვე 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს, twitter-ზე კი ყოველთვიურად ათიათასობით გამოხმაურებას იღებს.

ყველაფერ ამას კი მაღალი ხარისხის User Experience-ით მიაღწიეს.  ასე მარტივად,  Slack-ი დღემდე ისე იგებს მომხმარებლის გულს, რომ სულაც არ აწარმოებს რაიმე დიდ, ინტეგრირებულ მარკეტინგულ კამპანიებს, და არც მილიონ დოლარიან ბილბორდებს მიმართავს.

კომპანიის სულის ჩამდგმელი სტიუარტ ბატერფილდი Slack-ის წარმატებაზე საუბრისას მათი ძალისხმევის ეპიცენტრად მომხმარებლის გამოხმაურებას ასახელებს.

 

სიაში რიგით მესამედ Amex-ს განვიხილავ, რომელიც კარგი კონტენტ მარკეტინგის ერთ-ერთი მაგალითია. American Express-მა ადამიანებს შორის შესაძლო ონლაინ კავშირი სათავისოდ გამოიყენა.

Open forum-ზე თუ გსმენია? American Express-ის გუნდმა ის იმ მიზნით შექმნა, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა სექტორიდან თავიანთი ბიზნეს ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინათ. შედეგად კი მიიღეს კონტენტით მდიდარი საიტი, რომელიც პოპულარულია საძიებო სისტემებში და ყოველდღიურად ზრდის ინგეიჯმენტს.

 

სოციალურ მედიაში უკონკურენტო Airbnb-ც აუცილებლად უნდა მოვახვედროთ ამ სიაში. მათი ციფრული მარკეტინგის სტრატეგია მიზნად ისახავს პლატფორმაზე როგორც მოგზაურების, ასევე მასპინძლების მიღებას. ძირითადად ეყრდნობა მომხმარებლის მიერ გენერირებულ სურათებსა და ვიდეოებს Facebook-ის, Instagram-ისა და Twitter-ის მფლობელებზე გათვლილ ვიდეოებსა და პოსტებს.

Airbnb-ს სოც.მედია კამპანია ცდილობს იუმორისტული და რეალური კუთხით გაგვაცნოს ადგილები, რომლის სტუმრობასაც ვაპირებთ.  The Zebra-ს სტატისტიკის მიხედვით Airbnb-ს სიაში სულ მცირე 100000 აქტიური ქალაქია და 150 მილიონი ადამიანი იყენებს მას დასვენების ან სხვა გამოცდილების მიზნით.

აქვე შეგვიძლია Booking.com-იც ვახსენოთ, რომელსაც განსხვავებით Airbnb-ისა, სულ სხვანაირი მარკეტინგული გზა აქვს შერჩეული წარმატების მისაღწევად. ის უფრო ტრადიციულ მეთოდს იყენებს და მომხმარებელს ავთენტურ გამოცდილებას ნაკლებად სთავაზობს.

 

Sephora-ც მსგავსად ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდებისა მომხმარებლის გამოცდილებას მოწინავე პოზიციაზე აყენებს.

სეფორას გუნდმა შექმნა აპლიკაცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და გაძლიერებულ რეალობას იყენებს, რათა მომხმარებელს საშუალება მისცეს მაკიაჟის მრავალი ელემენტი ონლაინ დატესტოს, რომელსაც იპოვიან ონლაინ ან მაღაზიაში

 

ასე ამგვარად, ამ ბრენდების მსგავსად, შენს ბიზნესსაც შეუძლია მარტივი, პატარა ნაბიჯებით დიდი წარმატებისკენ სვლა. მთავარი სწორი მიმართულებაა, რაშიც პროფესიონალი, საკუთარი საქმის მცოდნე მარკეტერები აუცილებლად დაგეხმარებიან.

STV Digital-ში უფასო კონსულტაციის ჩანიშვნით შეიძლება შენი ყველაზე დიდი მიზნების განხორციელებასაც კი ჩაუყარო საუფძველი.

 

უფასო კონსულტაცია