fbpx

History of audio marketing

სარეკლამო რგოლში მუსიკის გამოყენება მინიმუმ 1926 წლით თარიღდება. მარცვლეულის ბრენდმა Wheaties შობისთვის, რადიოში გასაშვებად შექმნა მოკლე სიმღერა.

მარკეტინგული ინსტრუმენტის ეფექტურობიდან გამომდინარე, გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიებმა გაიაზრეს მუსიკის ღირებულება, განსაკუთრებით მისი ძალა ემოციური კომუნიკაციისთვის. რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ხალხს ის მოსმენის შემდეგ გაახსენდეს.

მას შემდეგ, მუსიკალური რგოლები მარკეტინგული ინდუსტრიის სტანდარტად იქცა.

საუკუნის დასასრულს „კოკა-კოლას“ I’d like to buy the world a coke ან Top Gun Movie-ს „საუნდ თრექმა“ აჩვენა რამდენად დაკავშირებულია არტისტის კარიერის მსხვრევა ან აშენება სარეკლამო რგოლთან, რადგან მისი სიმღერა უკავშირდება კონკრეტულ პროდუქტს, ფილმს, ღონისძიებას ან კინოს.

მაგალითისთვის, მაიკლ ჯექსონმა მისი კარიერის დასაწყისში „პეპსისთან“ ითანამშრომლა. მუსიკალურ რეკლამაში “Pepsi Generation”. ტექსტში გვესმის ბრენდის სახელი. ასეთი მიდგომა დიდი ხნის განმავლობაში სტანდარტი იყო. 1990 წელს, „პეპსიმ“ ასევე Spice Girls-თან ითანამშრომლა.

შემდგომ წლებში ხშირი გახდა ე.წ „საუნდ ლოგოები“. „ნოკიას“ მელოდია, რომელიც აღებულია Francisco Tárrega– ს 1902 წლის კომპოზიციიდან Grande Valse, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაიხვეწა.

მუსიკა  მომხმარებლის მოზიდვის სტანდარტულ იარაღად იქცა. რაც გამოიხატება იმ ფაქტით, რომ სატელევიზიო რეკლამების მხოლოდ 5%-ში არ გამოიყენება მელოდია.

და ბოლოს, ნათელია, რომ აუდიო მარკეტინგი უფრო მკაფიო გახდა. ბრენდები მეტად არიან დაინტერესებულნი მუსიკიდან პოზიტიური და ემოციური განწყობის მიღებით.

 

წყარო: https://www.audiodraft.com/blog/a-brief-history-of-audio-marketing/

8 Digital Marketing KPIs

 

ციფრულ ერაში შესაძლებელია ყველა ინფორმაციის შეგროვება, რომელსაც მომხმარებელი სერვისისა თუ პროდუქტის შეძენამდე ახორციელებს. საჭიროა იმ 8 ინდიკატორზე ყურადღების გამახვილება, რომელზეც დღეს გესაუბრებით.

KPI (Key Performance Indicator)-დან ძირითადია ვებ-საიტის „ტრეფიკი“, რომელიც გვეხმარება, გავიგოთ ასრულებს თუ არა საიტი მის მთავარ მოვალეობას. მნიშნელოვანია, ყოველთვიურად მისი შემოწმება, რათა განვსაზღვროთ რამდენად ეფექტურია მარკეტინგული სვლები. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ დეტალებზე, როგორიცაა „ვიზიტორი ერთ გვერდზე“, „ვიზიტორი ერთი პროდუქტის კატეგორიაში“, „ვიზიტორი ღირებულების მიხედვით“ და სხვ.

რეგულარულად შევამოწმოთ რამდენი ჩაშენებული ლინკი არსებობს სხვა საიტებზე, რომლის საშუალებით მომხმარებლები გადმოდიან ჩვენს საიტზე.

შიდა ბმულების ჩაშენება, თუნდაც სოციალური მედიის საშუალებით, გვეხმარება გავიგოთ საიდან გადმოდის მომხმარებელი საიტზე. შესაბამისად შეგვიძლია განვსაზღვროთ რომელი კამპანიებია ყველაზე ეფექტური.

რა თქმა უნდა, საიტზე მხოლოდ „ტრეფიკის“ მართვა არ არის ეფექტური. მნიშვნელოვანია, ვიზიტორები დიდხანს გაჩერდნენ საიტზე, რათა ესტუმრონ ყველაზე მნიშვნელოვან გვერდებს. თუ მომხარებელი მცირე დროს დაყოფს საიტზე, Google-მა შეიძლება აღიქვას, რომ გვერდი ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას. (ვერ აკმაყოფილებს მომხმარებელს)

სანამ  მაღალი „ტრეფიკია“ ჩვენს საიტზე და ვფიქრობთ, კამპანიამ წარმატებით იმუშავა, ვებსაიტზე ვიზიტორების მაღალი აქტივობა არ ნიშავს წარმატებას, თუ გარკვეული რაოდენობა რეკლამებიდან გადმოვიდა.

აუცილებელია, გამოვითვალოთ ღირებულება თითო მოქმედებაზე, რაც გულისხმობს მთლიანი დანახარჯის განსაზღვრას მომხმარებლებზე, რომლებაც საიტზე სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.

მნიშვნელოვანია გამოვითვალოთ ჩვენ მიერ დახარჯული ბიუჯეტი თითო პოტენციურ მომხმარებელზე და განვსაზღვროთ ღირს თუ არა ამ ბიუჯეტის დახარჯვა მასზე.

ბოლო KPI კი არის შემოსავლის გაზომვა დახარჯული ბიუჯეტიდან, რომელიც გვეხმარება გავიგოთ რაზე გავამახვილოთ ყურადღება.

 

წყარო: https://www.prdaily.com/8-digital-marketing-kpis-you-cant-ignore/

 

7 Facts About E-Mail Marketing

იცოდი თუ არა, რომ იმეილი 2021 წელს მის 51-ე დაბადების დღეს აღნიშნავს? ან იცოდი, რომ მეილი უფრო ადრე შეიქმნა ვიდრე ინტერნეტი?

გარდა ამისა, შენ დღეს 7 საიტერესო ფაქტს გაიგებ იმეილ მარკეტინგის შესახებ

პირველი ელექტრონული მეილი 1971 წელს რეი ტომლინსონმა გაგზავნა. იგი იყო პროგრამისტი, რომელიც MIT’S Arparent პროექტის აპლიკაციებზე მუშაობდა. (რეალურად ეს იყო ინტერნეტის დასაწყისი)
რეი ვერ იხსენებს რა მეილი გაგზავნა პირველად, მაგრამ ამბობს, რომ ეს სავარაუდოდ იყო “Test123” ან “QWERTYUIOP”.

პირველად E-mail მარკეტინგი 1978 წელს გამოიყენეს
400 ადრესატს მეილი გარი თუერკმა გაუგზავნა, რომელიც Digital Equipment Corp- ში მუშაობდა. მეილები მისი კომპანიის კომპიუტერების პოპულარიზაციის მიზნით გაიგზავნა, რის შედეგადაც $13 მილიონის პროდუქცია გაიყიდა., რაც დაახლოებით დღეს 78.8 მილიონი დოლარის ექვივალენტია.
ასევე, ეს მეილი ითვლება პირველ სპამ მეილად.

1989 წელს ექსპერტებმა „იწინასწარმეტყველეს“ , რომ სხვა ტექნოლოგიები მალე ჩაანაცვლებდა მეილს.

Hotmail-მა ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის „აფეთქება გამოიწვია“
1991 წელს ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად, ელექტრონული ფოსტის გამოყენებას ძირითადად უნივერსიტეტები და კორპორაციები მიმართავდნენ. ფართო საზოგადოებისთვის ეს იყო სიახლე და ამავდროულად ძვირი სიამოვნება ყოველდღური მოხმარებისთვის.
1996 წლის 4 ივლისს Hotmail– მა ჩაუშვა პირველი უფასო ელექტრონული ფოსტა. ამით მან კომუნიკაციის პირდაპირი კარი ინტერნეტის 20 მილიონ ამერიკელ მომხმარებელს გაუხსნა.

ყველაზე ცნობილი იმეილ მარკეტინგული კამპანია ისტორიაში, ასევე „მსოფლიოს ყველაზე დიდ სპამად“ მიიჩნევა.
1996 წლის დეკემბერში ვებ – ჰოსტინგის კომპანია Xoom– მა 6 მილიონ ინტერნეტ მომხმარებელს ელექტრონული წერილი გაუგზავნა, რათა დაერეკლამებინათ „Email რობოტი“
Xoom– ის დამფუძნებლის, ლორან მასას თქმით, კამპანია ხუმრობა უნდა ყოფილიყო. მასამ თქვა: ”თქვენ გძულთ უსარგებლო ფოსტა, ამიტომ ჩვენ გიგზავნით უსარგებლო ფოსტას და გეუბნებით, მიიღოთ ჩვენი უფასო პროდუქტი, რომ შეძლოთ მისი შეჩერება.“

2015 წლისთვის მსოფლიოში 2.6 მილიარდი იმეილ მომხმარებელი იყო, მაგრამ გაგზავნილი იმეილების 50% – სპამი.

ერთი მიზეზი რატომაც ადამიანები აუქმებენ მეილის გამოწერას არის ის, რომ ძალიან ბევრ მეილს იღებენ.

წყარო: https://bit.ly/39KfYcJ

 

Web Design Development

ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ გამოიყურებოდა წარსულში ვებ დიზაინის ინდუსტრია. რაც დღეს ინტერნეტისა და ვებ საიტის შესახებ ვიცით, 25 წლის წინ არ არსებობდა. მისი განვითარების ისტორია 1989 წელს დაიწყო და დღემდე ეტაპობრივად  მსოფლიო გამოწვევებისა და მოთხოვნილებების მიხედვით ვითარდება.

საინტერესოა თუ რა გზა გაიარა მე-20 საუკუნეში ვებ დიზაინმა. მისი ისტორია კი ასეთია:

1989 – როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილია ვებ დიზაინის ყველაზე ადრეული პერიოდია. რეალურად ვებ საიტი შედგებოდა შავი ფერისა და რამდენიმე მონოქრომული პიქსელისგან. დიზაინი იქმნებოდა სიმბოლოებით.

1990-94 – ვებ საიტები მოიცავდა მხოლოდ სტანდარტულ ტექსტებს. 1992 წლის შემდეგ ვებ დიზაინს  სურათებისა და ტექსტის განთავსების სხვა სახეები დაემატა.

აღსანიშნავია, რომ ამ წლებში დიზაინისთვის მხოლოდ 16 ფერის გამოყენება იყო შესაძლებელი.

 

ინოვაციები

1990 – რთულია ცხოვრება HTML-ის გარეშე წარმოიდგინო. თუმცა ეს „ენა“ 1990 წლამდე არ არსებობდა. 1990 წელს HTML იქცა პირველ ენად, რომელიც ვებ დეველოპერებმა გამოიყენეს, როგორც ვებ გვერდების სამშენებლო ბლოკებად.

1991 – მიუხედავად იმისა, რომ HTML  1990 წელს შეიქმნა, პირველი ვებსაიტი, რომელმაც  HTML გამოიყენა უკავშირდება 1991 წელს. ტიმ ბერნერ ლიმ მიიღო კრედიტი HTML– ზე დაფუძნებული ვებ გვერდის შექმნისთვის.

1992  – შემოვიდა ე.წ Table based ფორმატი, რომელმაც სრაფად დაიპყრო ინტერნეტი.

1993 – ამ წლისთვის 600 აქტიური ვებ საიტი ფუნქციონირებდა. მომხმარებელთა რაოდენობა კი  10 მილიონზე მეტს შეადგენდა. 1993 წელი ასევე უკავშირდება Landing გვერდის შექმნას.  MTV კი იყო ახალი ვებ გვერდის ადრეული შემქმნელი.

1994 – ინტერნეტი მეტი და მეტი ადმიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

1995 – პირველ რიგში, გამოვიდა PHP რომელმაც რეალობად აქცია მარტივი ვებ პროგრამების შექმნა, როგორიცაა  ვებ – ფორმები. იმავე წელს გამოვიდა პროგრამირების ახალი ენა, „რუბი“. ასევე JavaScript, როგორც  Netscape Navigator 2.0B3–ის ნაწილი. Macromedia Shockwave შეიქმნა საიტებზე ანიმაციებისა და კრეატიულობის დასამატებლად.

1996 – CSS– ის დაბადების წელი, რამაც ვებდიზაინერებს მრავალი ახალი საინტერესო განლაგებისა და დიზაინის შესაძლებლობა მოუტანა. ასევე ეს იყო Flash-ის ჩაშვების წელი, რომელიც გამოყენებული იქნება ვექტორული სურათების, თამაშების, პროგრამებისა და ანიმაციების შესაქმნელად.

1997 – HTML– მა პირველი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება 1997 წელს განიცადა HTML 4.0-ის დანერგვით. გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო ინტერნეტის ინტერნაციონალიზაციას, უნივერსალური სიმბოლოების ნაკრების განსაზღვრით, რამაც ინტერნეტის მომხმარებლები 100 მილიონამდე გაზარდა.

1998 – გამოდის PHP 3, რამაც ვებდიზაინერებს დინამიური ვებ გვერდების შექმნის საშუალება მისცა.  Google-მა ამავე წელს დაიყწო მუშაობა.  1998 წელი ასევე აღნიშნავს CSS2– ის გამოშვებას.

1999 – დეველოპერებმა გააუმჯობესეს CSS2 CSS3– ის ამოქმედებით. CSS3-მა შემოგვთავაზა ახალი ფუნქვიები, რომელბმაც ვებ დიზაინის განვითარების მომდევნო წლები შეცვალა. 1999 წლისთვის ინტერნეტში 279 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი და 2.2 მილიონზე მეტი ვებსაიტი იყო.

2000 – როგორ შეგვიძლია დავივიწყოთ Y2K? პანიკის შექმნის გარდა, 2000 წელი ბრწყინვალე იყო ვებ დიზაინის განვითარებისთვის, რადგან სულ უფრო მეტი კომპანია გადავიდა ონლაინ. აღსანიშნავია, რომ ამავე წელს ჩაეშვა ონლაინ გადახდის ერთ ერთი უდიდესი მეთოდი PayPal.

 

წყარო: https://www.2440media.com/blog/interesting-history-of-web-design

 

Web Site Development

ვებ – გვერდების დეველოპმენტი, როგორც პროცესი, 19 წელია არსებობს.

მომხმარებლებისთვისა და დეველოპერებისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტისა და პროგრამის შეთავაზების გარდა, მას უამრავი კომბინაცია, ტექნიკა და შესაძლებლობა აქვს, რომელსაც ვებ დეველოპერები იყენებენ.

ვებ დეველოპერი შესაძლებელია იყოს ერთი ადამიანი ან ასობით ადამიანისგან შექმნილი გუნდი ერთი და იმავე მიზნით, შექმნან სრულყოფილი ვებ საიტი.

ვებ დეველოპინგის ტრენდული ცვლილებები უკავშირდება დროის მიხედვით განახლებულ პროგრამებსა და ვერსიებს. განვითარებასთან ერთად, მათი კომპლექსურობაც იზრდება.

შესაბამისად, ორი სხვადასხვა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებით, მომხმარებელი დააიბნა სოფთვეარისა და დამატებითი ინსტუმენტების შექმნამ. ეს ინსტრუმენტები შეიძლება დავყოთ ასე: Client sided ან Server sided. ასევე არის მესამე მხარე, რომელსაც ეწოდება Client+Server sided, თუმცა ის ძირითადად  მოიცავს ჰიბრიდულ პროგრამებს, რომელიც ორივე მხარისთვის მუშაობს.

ამგვარი პროგრამების დანერგვით, ვებ – დიზაინის შექმნა მცირედ გართულდა. მაგრამ ათვისების შემთხვევაში არაჩვეულებრივი შესაძლებლობების კარი იხსნება. შესაძლებელია მიმზიდველი განლაგებებისა და თვალის მომჭრელი ვიზუალების შექმნა. დარწმუნებულები ვართ, რომ ვებ დიზაინი აუცილებლად შექმნის ახალ სტანდარტებს და დაიპყრობს ახალ სიმაღლეებს.

ცვლილება არის ევოლუციის აუცილებლობა. ევოლუციას შეიძლება მოჰყვეს გართულებები. მაგრამ მისი სწორად წარმართვის შემთხვევაში გასაოცარ შედეგამდე მივალთ, როგორც ვებ დეველოპმენტის, ასევე ვებ დიზაინის მიმართულებით.

ცვლილებები ნამდვილად მისასალმებელია.

 

წყარო: https://www.incrementors.com/blog/web-development-history-facts/

Social Media in 20th Century

შორ მანძილზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ინტერაქცია საზოგადოების გამოწვევას წარმოადგენდა. ჩვენ კავშირს სოციალური ურთიერთობის საფუძველზე ვამყარებთ. როდესაც პირისპირ დისკუსიები შეუძლებელი გახდა, ადამიანებმა სხვადასხვა ხერხს  მიმართეს.

ადრეულ პერიოდში კომუნიკაციისთვის წერილობით საშუალებებს მიმართავდნენ. საფოსტო მომსახურების ფორმა ძვ.წ 550 წელს გამოიყენეს, რომელიც მომდევნო საუკუნეებში დაიხვეწა.

1792 წელს შეიქმნა ტელეგრაფი. შეტყობინებების შორს მანძილზე გაგზავნა მეტად სრაფად გახდა შესაძლებელი.  იმის მიუხედავად, რომ ტელეგრაფით  გაგზავნილი შეტყობინებები მოკლე იყო, მან რევოლუცია მოახდინა ინფორმაციის გაზიარებაში.

ორი უმნიშნელოვანესი აღმოჩენა განხორციელდა მე-19 საუკუნის მიწურულს. 1890 წელს შეიქმნა ტელეფონი,  1891 წელს – რადიო.

მე-20 საუკუნეში ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება დაიწყო. 1940 წელს პირველი კოპმპიუტერის შექმნის შემდეგ, ინჟინრებმა და მეცნიერებმა კომპიუტერებს შორის ქსელის შექმნაზე ზრუნვა დაიწყეს.

1960-იან წლებში ინტერნეტის ადრეული ფორმები, მაგალითად CompuServe, შემუშავდა. ამავე პერიოდში შეიქმნა ელ.ფოსტის ადრეული ფორმაც. 1979 წელს UseNet-მა მომხმარებელს ვირტუალური წერილების საშუალებით კომუნიკაციის შესაძლებლობა მისცა.

გასული საუკუნის 80-იანი წლებისთვის, ადამიანებმა დაიწყეს კომპიუტერების შეძენა და 1988 წელს შექმნილი IRC-ის გამოყება.

პირველი ცნობილი სოციალური მედია საიტი იყო Six Degrees, რომელიც 1997 წელს შეიქმნა. მომხმარებლებს შეეძლოთ ფოტოს ატვირთვა და მეგობრების დამატება.

1999 წელს ბლოგ საიტები გახდა პოპულარული.

 

წყარო: https://smallbiztrends.com/2013/05/the-complete-history-of-social-media-infographic.html

Free Consulting